გიგა ბოკერიას ბრიფინგი

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტიის უმოქმედობასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ და ბესიკ დონაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, 2022 წელს, ბესიკ დონაძემ ზუგდიდისა და რუსთავის მერიასა და საკრებულოდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ. როგორც ისინი ამბობენ, მიღებული წერილებით ირკვევა, რომ ზუგდიდის საკრებულოს მსგავსი სახის საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო რუსთავის საკრებულოს საერთოდ არ შეუქმნია სარევიზიო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, პასუხამდე 6 თვე გავიდა, სარევიზიო კომისია რუსთავის საკრებულოში დღემდე არ ფუნქციონირებს.