„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

„ევროპული საქართველოს“, „ტაბულას“, აფხაზთა კრების, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და უკრაინელი აქტივისტების ორგანიზატორობით, 27 სექტემბერს, თბილისში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. ორგანიზატორების განცხადებით, 29 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, ხოლო რუსეთმა საქართველოს – აფხაზეთი, და ათასობით ქართველს სიცოცხლე წაართვა. მათი თქმით, გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ ბრუნდება.