„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა გელათის თემაზე ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ყველა ინსტიტუცია, როგორც კულტურის სამინისტრო, ასევე აუდიტის სამსახური გელათის საკითხზე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას ცდილობს. მათი განმარტებით, 2023 წლის 17 თებერვალს, „ევროპულმა საქართველომ“ აუდიტის სამსახურს გელათის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების თაობაზე მიმართა. აუდიტის სამსახურმა კი პარტიას წერილობით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წელი უკვე დაგეგმილი აქვთ და ვერ შეასრულებენ მათ მოთხოვნას.