77 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან

მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი მასთან სახლში იმყოფებოდა და საჩუქრები გადასცა. პრემიერთან ერთად იმყოფებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელიც.

იოსებ ტუხაშვილმა მათ ომის მონაწილეთა დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.