"ევროპული საქართველო" ფრაქციის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილეს და სატრანსპორტო სამსახურის უფროსს იბარებს

საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო” ფრაქციის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეს და სატრანსპორტო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს იბარებს. სხდომაზე ფრაქციის წევრებს სურვილი აქვთ, მერიის მაღალჩინოსნებმა მეტრო “ვარკეთილში” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხებს უპასუხონ.

ფრაქციის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილის თქმით, საზოგადოებას ბევრი შეკითხვა აქვს მშენებლობასთან და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და ასევე აუცილებელია დამნაშავეების დასჯა.

“ევროპული საქართველო” სხვა ფრაქციებთანაც აპირებს ამ საკითხზე თანამშრომლობას.