პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა და ჯილდო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად მიიღო.
სამიტზე ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი 27 გამარჯვებულს შორის დასახელდა, გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია.