„კრიტიკოსთა ასოციაციის“ დაჯილდოება

კრიტიკოსთა ასოციაციის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია.

ფავორიტთა შორის მოხვდა ფილმი „მომთაბარეთა მიწა“, ასევე პიქსარის ახალი ანიმაცია. ჯილდო გადაეცა სატელევიზიო შოუ „გვირგვინსაც“. დასახელდნენ მამაკაცის და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებიც.

კრიტიკოსთა ასოციაციის პირველი ჯილდო გარდაცვალების შემდეგ მიიღო ჩედვიკ ბოუსმენმამარველის გმირის, „შავი ავაზას“ როლის შემსრულებელმა, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შედეგად გასულ წელს გარდაიცვალა. პანდემიის გამო დაჯილდოება ონლაინ ფორმატში გაიმართა.