რუსთაველის თეატრი მესტიაში სპექტაკლით წარსდგა   

მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა პრემიერა გამართა.

ერთმოქმედებიანი კომედია „ჯილდოს“ სცენური ვერსიის და დადგმის ავტორი რობერტ სტურუაა. ეს არის სპექტაკლის პირველი ნაწილი და მასზე მუშაობა გრძელდება. რობერტ სტურუა ამბობს, რომ თუ გაგრძელება კარგი გამოვა, სპექტაკლს მესტიაში ჩაიტანს. პრემიერამდე რეჟისორმა რეპეტიციაზე ბოლო დავალებები მისცა მსახიობებს.

რობერტ სტურუას გუშინ 83 წელი შეუსრულდა. მესტიელებმა მას სიმბოლურად მახვშის სავარძელი და სვანური ქუდი აჩუქეს.

დატოვე კომენტარი