დაჯილდოების ცერემონია

საქართველოს პირველი არხი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდოს, „წლის ლიდერის“ მფლობელი გახდა.

ჯილდო საქართველოს პირველ არხს თავის სფეროში მართვის ეფექტიანობისთვის გადაეცა. ცერემონიაზე ჯილდოები ქართულმა, ყაზახურმა და უკრაინულმა კომპანიებმა მიიღეს. საქართველო ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა.

კომპანიებს საერთაშორისო ჯილდო „წლის ლიდერი“ 2017 წლიდან გადაეცემათ.