„უსადაურო“ - დავით მაღრაძის კრებულის წარდგენა რომში

რომში, ფლორენციის სასახლეში,  დანტე ალიგიერის საზოგადოებამ დავით მაღრაძეს უმასპინძლა.

ქართველმა პოეტმა  საკუთარი ლექსების კრებული „უსადაურო“ წარადგინა და ცნობილ იტალიელ მსახიობთან, ვალენტინა კიკოსთან ერთად შეკრებილ საზოგადოებას, ორენოვანი პერფორმანსიც შესთავაზა.

დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტმა, ალესანდრო მასიმ, დავით მაღრაძე ოქროს მედლით დააჯილდოვა, წიგნის თარგმნისთვის ჯილდო მიიღო ნუნუ გელაძემაც.

იტალიაში საქართველოს ელჩს, კოტე სურგულაძეს კი ჯილდო გაწეული დახმარებისთვის გადაეცა.