აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ბლინკენის თქმით, სურს უკრაინის პრეზიდენტისგან და სხვა ოფიციალური პირებისგან პირადად მოისმინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს მათ დასახმარებლად. დღესვე კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრი. ანდრეი პლენკოვიჩი უკვე შეხვდა ზელენსკის. დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომაში. კიევში ასევე იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი.