ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, საქართველო ახლა 15 დეკემბრის მოლოდინშია, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება. მანამდე კი ქვეყანას იმ რეკომენდაციებზე მუშაობა მოუწევს, რომელიც ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში წერია. ევროპულ დავალებებს შორის არის დეპოლარიზაცია და რეკომენდაცია პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი მუშაობის შესახებ.
ოპონენტების მხრიდან კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი არ აქვთ მმართველ გუნდში. ამასთან, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სახელისუფლებო გუნდი არჩეული კურსიდან გადახვევას არ აპირებს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ინტენსიური მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.