საქართველოში ოთხ საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ევროკომისიაში გამოჩენას, ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით ეხმაურება. მათი განმარტებით, გენერალური დირექტორის მოადგილეს, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის უკრაინასთან.
გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა კი პირველია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რას თვლიან ევროკავშირის წარმომადგენლობაში დეზინფორმაციად, გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სწორედ ამ ცხრა რეკომენდაციით უნდა დაახლოვდეს ევროპული და ქართული ხედვები. ცდომილებას კი შეცდომები და კონკრეტული ფაქტები აღრმავებს.