მსჯავრდებული ადეიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში

პოლიტიკური შეფასებების თემაა ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის გამოჩენა. დაუსწრებლად მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ევროპაში შეხვედრებს მართავს. უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის რანგში ის გერმანიის ბუნდესტაგში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად იმყოფებოდა. ოპოზიციის ნაწილი მომხდარში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. „ქართულ ცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს აზიანებს და მმართველი გუნდი დამატებითი განმარტებების მიღებას ელის.