მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. მიზეზი ადეიშვილის გერმანიის ბუნდესტაგში ვიზიტი და ევროკომისიაში მისი შეხვედრებია. ამასთან, საქართველოს მთავრობის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას და გადასცემს საქართველოს იმ დამნაშავეებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ეხმაურება და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საკუთარ პირობებს აყენებს.

არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმა. „უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.