მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში ადეიშვილის გამოჩენა უკვე მეორე დღეა შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ევროპაში შეხვედრებს უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის რანგში მართავს. ოპოზიციის ნაწილი მომხდარში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამ დრომდე დამატებით განმარტებებს ელოდებიან. შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებამდე, ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენას გერმანიის საელჩოც გამოეხმაურა. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი, რათა ადეიშვილისთვის ბუნდესტაგში შესვლა აეკრძალათ.