მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. მიზეზი ზურაბ ადეიშვილის ვიზიტია გერმანიის ბუნდესტაგში და მისი შეხვედრები ევროკომისიაში, რაზეც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა. ამასთან, საქართველოს მთავრობის განცხადებას, სადაც ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას და გადასცემს საქართველოს იმ დამნაშავეებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ეხმაურება და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საკუთარ პირობებს აყენებს.

საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:

„უკრაინის მთავრობის მიერ ქართველი კრიმინალის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას.“

წერს შალვა პაპუაშვილი.