ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, ,,მისია მოელის, რომ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად სრული, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება შედგება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაცვლა გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზის გასარკვევად. ევროკავშირის მისია მზად არის, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით, ხელი შეუწყოს განხილვებს.
მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მანდატის შესაბამისად, აგრძელებს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დაკვირვებას”, – წერია საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მისიის ცხელი ხაზიც.