„ჩვენი ძალა სოლიდარობასა და ერთობაშია“ – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი. ბრიუსელში ჩასულ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირმა თანადგომა გამოუცხადა.
ტერეზა მეიმ ევროკავშირის სამიტზე ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის საქმის დეტალებზე იმსჯელა. ევროგაერთიანების ლიდერების ნაწილი თანხმდება, რომ სალსბერის თავდასხმის უკან სწორედ კრემლი დგას. გამოძიებაში ჩაერთო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაც.