ჯოზეფ ბაიდენი ვლადიმერ პუტინს მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს,  უკრაინაში არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი. როგორც ჯო ბაიდენმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ამგვარი ქმედებები ომის სახეს შეცვლის და აქცევს ისეთ რამედ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც არ ყოფილა.

გადაცემა „60 წუთის“ წამყვანმა პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა, რა შედეგები იქნება, თუ პუტინი ასეთ ხაზს გადაკვეთდა და უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას დაიწყებს, რაზეც ბაიდენმა განაცხადა, რომ საპასუხო ნაბიჯები განისაზღვრება იმ მასშტაბების მიხედვით, თუ რას გააკეთებს რუსეთი.