დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში

საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს დონალდ ტრამპის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.

დემონსტრაციები ტრაფალგარის მოედანზე და ექვსმეტრიანი „ბეიბი ტრამპის“ ბუშტი ლონდონის ცაში, – ასეთია აშშ-ის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღე გაერთიანებულ სამეფოში. თეთრი სახლის ლიდერი, დღეს პრემიერ ტერეზა მეის შეხვდა, რომელიც თანამდებობას ორ დღეში დატოვებს. აუდიენციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორ ქვეყანას შორის მალე ახალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდება. მანამდე კი, აშშ-ის პირველ პირს და მის ოჯახს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა.

ტრამპის მიერ ლონდონში გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს, ლევან ახალაია გაგვაცნობს.