ფედერიკა მოგერინის განცხადება

ვიზალიბერალიზაციამ ხელშესახები ცვლილება მოუტანა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ სამ ქვეყანასთან დაკავშირებით, სამი მიზნის მიღწევა მოხერხდა. მათ შორის არის სავაჭრო ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებები. ფედერიკა მოგერინი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რამდენიმე წლის წინ ასეთი შედეგის დაჯერება წარმოუდგენელი იყო.