ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა როლფ სბარაისმა ჩაატარა. წირვა რამდენიმე ენაზე – ქართულად, გერმანულად და რუსულად აღევლინა. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგებმა კი შვიდი საშობაო სიმღერა შეასრულეს. შობისთვის მზადება ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ოთხი კვირით ადრე დაიწყო. საზეიმო ლიტურგიას საქართველოში გერმანიის ელჩი ოჯახთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია 1818 წელს დაფუძნდა. ის საქართველოში 1000-მდე წევრს ითვლის და ექვს სამრევლოს აერთიანებს.