ეუთო-ს მინისტერიალი

ვენაში მყოფ სერგეი ლავროვს კოლეგების მწვავე კრიტიკის მოსმენა უწევს. ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მოსკოვის დესტრუქციული ქმედებების შეფასებებით გაიხსნა.

თითქმის ყველა გამომსვლელმა ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი დაგმო და გამოსვლის დროს საქართველოს რეგიონების ოკუპაციაც ახსენა.

პირველი დიპლომატების შეფასებით, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე შეფასებებთან ერთად საჭიროა კონკრეტული ქმედებებიც, რათა რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება აიძულონ.

ეუთო-ს მინისტერიალის მონაწილეებს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.