ჯოზეფ ბორელის განცხადება

ეუთო-ს მინისტერიალის დაწყებამდე სკოპიეში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და ეუთო კვლავ ერთიანად დგანან უკრაინის გვერდით. ბორელის თქმით, ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, თუ რატომ გმობენ რუსეთს და რატომ არის ის იზოლირებული. ეუთო-ს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში იმართება და ორ დღეს გაგრძელდება. მას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ლავროვის მონაწილეობას ბოიკოტი მოჰყვა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე უკრაინის დელეგაციის მხრიდან. ისინი ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრებიან.