ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეუთო-ს გენერალური მდივანი ეხმაურება. ტომას გრემინგერი მიკრობლოგ „თვითერის“ პირად გვერდზე აცხადებს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაკავებები აღარ უნდა განხორციელდეს.
„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალში მსგავსი დაკავებები აღარ უნდა მოხდეს და ნებისმიერ დროს თითოეული ადამიანისთვის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს,“ – განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა.