„ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური გაუცხოების სისტემური მიზეზები“

„ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური გაუცხოების სისტემური მიზეზები”- ამ თემაზე კონფერენცია გამართა. მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების თემებიდან აქტივისტებს, მკვლევარებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რეალური დიალოგისა და პოზიტიური ცვლილებისკენ მიმართული სამუშაო პროცესის დაწყებაა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ წარადგინა ხედვები და კრიტიკა იმ ინსტიტუციური, საკანონმდებლო, პოლიტიკური და სოციალური მიზეზების შესახებ, რომელიც ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ მონაწილეობას და დღის წესრიგზე გავლენის მოხდენას. საჯარო ცხოვრებაში და პოლიტიკაში მთავარ გამოწვევად ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა დასახელდა. ასევე, მკვეთრად სუსტად ფასდება ეთნიკური უმცირესობების საჯარო სამსახურში დასაქმების მაჩვენებელიც.

მოამბე