ტურისტული გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეტეხის ტაძრის ეზოში აქცია-პერფორმანსი „ეს საქართველოა“ მოეწყო.
შეკრებილი გიდები აცხადებენ, რომ მათი აქციის მიზანია, უცხოელ ტუროპერატორებს მოუწოდონ, არ მოხდეს საქართველოს რუკის, სახელმწიფო სიმბოლიკისა თუ ქვეყნის ისტორიის დამახინჯება.