ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო, რაც კიბოს სკრინინგულ პროგრამაში ოჯახის ექიმების ჩართვას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, შეხვედრაც გაიმართა, სადაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. ოჯახის ექიმებმა პროგრამის მნიშვნელობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამასთან, ექიმები სკრინინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.