„გადაარჩინე სიცოცხლე“ - სკრინინგის პოპულარიზაციის კამპანია

სკრინინგული კვლევების ჩატარების დაბალი მაჩვენებლის გამოსასწორებლად ქვეყანაში ახალი კამპანია იწყება.

პროცესში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებიც სხვადასხვა აქტივობას და მოქალაქეებისთვის საინფორმაციო ბროშურების დარიგებას გეგმავენ. სკრინინგულ გამოკვლევებს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ბოლო წლებში მიმართვის მაჩვენებელი შემცირებულია, განსაკუთრებით რეგიონებში. ადრეულ დიაგნოსტიკას სერიოზული დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.