შიდსის მსოფლიო დღე

2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველოში აივ-ინფექციის დიაგნოზი 560 ადამიანს დაუსვეს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც დაავადების შესახებ არ იციან. მკვეთრად არის გაზრდილი სკრინინგის გავლის და მიმართვის მაჩვენებლები. ბოლო მონაცემებით, აივ-ინფექციის მქონე პაციენტების 86% მკურნალობაზე თანახმაა. ამ ციფრის 95%-მდე ზრდა 2024 წლის მთავარ მიზნად სახელდება. გრძელვადიანი გეგმა კი 2030 წლისთვის შიდსის, როგორც ეპიდემიის, დასრულებას გულისხმობს. მზარდია იმ პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობაც, რომელიც მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს შიდსით დაინფიცირებისგან იცავს.