ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სტრატეგია

როგორ უნდა გაუმჯობესდეს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი და მკურნალობა – ამ საკითხებზე იმსჯელეს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილეს, რომლებიც ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზეა ორიენტირებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა.