ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა

საბანკო რეგულაციები და „თიბისი ბანკის“ საქმე, – ეს ის ორი ძირითადი მიმართულებაა, რაზეც დღეს დეპუტატებმა შეკითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაუსვეს.

განსაკუთრებით მწვავე იყო საკუთარ გამოსვლებში ოპოზიცია, რომელიც სებ-ის ხელმძღვანელობას არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

კობა გვენეტაძე კანონმდებლების შეკითხვებს ნახევრად ცარიელ დარბაზში პასუხობს.

სანდრო ჯუფალაკიანი ესწრება სხდომას.