ექთნების დეფიციტი

21:52, 18.07.2022

ქვეყანაში ექთნების სიმცირეა.

ევროპული სტანდარტით, ერთ ექიმზე საშუალოდ ორი ექთანი უნდა მოდიოდეს, თუმცა საქართველოში რეალობა სტანდარტს მკვეთრად ჩამორჩება. პრობლემა კოვიდ-პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა. ექთნების დეფიციტს კლინიკებშიც ადასტურებენ და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მათ საზღვარგარეთ გადინებას ასახელებენ, რაც თავის მხრივ დაბალ ხელფასს უკავშირდება. ექთნების მაქსიმალური ხელფასი 500 ლარს შეადგენს.

 

მსგავსი