დაბალი ხელფასები საქართველოში

რომელია ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში. საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის 2025 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 130 000 ადამიანის ანაზღაურება თვეში 600 ლარზე ნაკლებია. გაწეული შრომისა და მიღებული ანაზღაურების შეუსაბამობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირები საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი 35-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე კლასიკური მუსიკის მასწავლებელია, რომლის ერთი თვის ხელფასი 250 ლარია, ესეც ხელფასების 50-პროცენტიანი მატების შემდეგ. მიზერულ ხელფასებზე საუბრობენ ექთნები და სანიტრებიც. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელფასებს შორის დისბალანსის დამარეგულირებელი ინსტრუმენტების ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს.

რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები – ანა ნოდიასა და პაატა ჯორჯიაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები