84 წლის ექთანი ჭიათურიდან

გაგაცნობთ 84 წლის ექთანს, რომელიც ჭიათურის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლების იმედია. ნელი ბიწაძე 60 წელზე მეტია პაციენტებზე ზრუნავს და დასახმარებლად მათ სახლებშიც აკითხავს. სოფლებს შორის შიდა ტრანსპორტის არარსებობის გამო, ხშირად კილომეტრების გავლა ფეხით უწევს, განსაკუთრებით რთულია ზამთრის დღეები, მაგრამ სხვების დახმარებაზე უარს არასდროს ამბობს. როგორია ნელი ბიწაძის ყოველდღიურობა, – „მოამბე რეგიონების“ გადამღებმა ჯგუფმა მასთან ერთად ერთი დღე გაატარა.

ანუკა მასხარაშვილისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი.