ადამიანები, რომლებიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ღამეებს ათენებენ და პაციენტების გვერდით დგანან იქ, სადაც სიმშვიდის შენარჩუნება ალბათ ყველაზე რთულია.
ხვალ ექთნის საერთაშორისო დღეა. ამ რეპორტაჟში კი სწორედ ექთნების შესახებ გიამბობთ, რომელთა შრომაც საათში ოთხი ლარითა და 40 თეთრით არის შეფასებული. საუკეთესო შემთხვევაში, თუ ექთანი სრულ განაკვეთზე მუშაობს, თვეში ანაზღაურების სახით 580-დან 660 ლარამდე იღებს.
ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთი სამუშაო დღე ნატა ტაბიძემ გაატარა.