- გიორგი-ლაშას გამოსახულებიანი უნიკალური მონეტა დათარიღებულია 1210 წლით. მონეტაზე მეფის მედიდურად გამოსახვა საიმპერატორო ბისონით, შარავანდით და აპოკომბიონით აშკარად მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ გიორგი-ლაშამ ეს მონეტა სამეფო ტახტზე ასვლისას მოჭრა. აქედან გამომდინარე, 1210 წელი თამარის გარდაცვალების და შესაბამისად, გიორგი-ლაშას ერთპიროვნულ მეფედ კურთხევის ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო თარიღს წარმოადგენს.
- 1921 წელს, ექვთიმე თაყაიშვილმა ეს მონეტა საფრანგეთში გაიტანა ეროვნულ საგანძურთან ერთად და 1944 წელს დაუბრუნა სამშობლოს. მონეტა დღეს წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენაზე.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია