პაროხეტი - ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

ებრაული დიასპორა საქართველოში ერთ-ერთი უძველესთაგანია და ძვ.წ. VI საუკუნეში ებრაელთა მცხეთაში დასახლებას უკავშირდება. ქართველი ებრალების ისტორიის შესწავლა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებას უკავშირდება. შესაბამისი მომზადების შედეგად დაიწყო კოლექციების შეგროვება და 1933-1936 წლებში გამართული ეთნოგრაფიული ექსპედიციების შედეგად შეიქმნა ებრაული მუზეუმის არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული და ქართველ ებრაელთა ისტორიას და კულტურას გვამცნობს.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია