ეპიზოდი #3: რატომ არ არსებობს სისტემური კავშირი „ფულის მასას“ და ინფლაციას შორის?
ხშირად ეკონომისტების მცდარ და რეალობისგან დაშორებულ დაშვებებზე აგებული მოდელები სერიოზულ გაუგებრობებს იწვევს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გაუგებრობა არის ხშირად განმეორებული პრეტენზია, რომ ცენტრალური ბანკები „ბეჭდავენ ფულს“ და ამით იწვევენ ინფლაციას და ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის გასაკონტროლებლად უნდა გააკონტროლოს “ფულის მასა”. ეს მოსაზრება უკავშირდება მილტონ ფრიდმანის “მონეტარიზმის” სკოლას და პოპულარული იყო 1980-იან წლებში. რუბრიკის II ეპიზოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ცენტრალური ბანკი “ფულის მასას” ვერ გააკონტროლებს. III ეპიზოდში ვნახავთ რომ “ფულის მასას” და ინფლაციას შორის სისტემური კავშირი არაა.
42° პარალელი