ეროვნული ბანკის ანგარიში

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების შემცირების ტენდენცია, დიდი ალბათობით, გაგრძელდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დღეს პარლამენტში მივიდა. ნათია თურნავამ საფინანსო კომიტეტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პროექტი გააცნო. მონეტარული პოლიტიკის შერბილების მთავარ ფაქტორად ინფლაციის შემცირება სახელდება. ნათია თურნავა მომდევნო წელს ამ ტენდენციის გაგრძელებას და ინფლაციის მიზნობრივი 3-%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას პროგნოზირებს. იყო მწვავე შეკითხვებიც, რომლებიც ფასების ზრდას, ეროვნულ ბანკში მიმდინარე შიდა პროცესებს და სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებას ეხებოდა.