საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც გასული დღეების განმავლობაში, ახალი ფაქტების უმრავლესობა ამჯერადაც აჭარას უკავშირდება. კოვიდ-19–ის დიაგნოზი 30 მოქალაქეს დაუსვეს თბილისში, დანარჩენი შემთხვევები კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია აღრიცხული. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა და დღის განმავლობაში სახლში გაწერენ 13 განკურნებულ პაციენტს.
თათია ტაბეშაძემ მოისმინა განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ ტრადიციულად, ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთდა.