საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1494-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 შემთხვევა დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი