ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება.

კვლევები აჩვენებს, რომ დაავადებულთა თითქმის ნახევარი „დელტა“ ვარიანტითაა ინფიცირებული. გაზრდილია საავადმყოფოებში გადაყვანილ პაციენტთა რაოდენობაც. განსაკუთრებით იმატა მცირეწლოვანების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა. მაღალი მიმართვიანობის გამო კლინიკებში პედიატრიულ საწოლებს ამატებენ. მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში დაღუპულ 15 მოქალაქეს შორისაა 30 წლამდე ქალიც, რომელსაც ინფიცირების გამო ნაადრევი მშობიარობა დასჭირდა, თუმცა ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გადადების მაღალი ხარისხით გამორჩეული ინდური შტამის სწრაფი გავრცელების შეკავების გზა რეგულაციების მკაცრად დაცვაზე და ვაქცინაციაზე გადის.