ინფიცირებულთა დღევანდელმა მაჩვენებელმა ანტირეკორდი მოხსნა. დღიური მონაცემი 5 000-ს დღეს პირველად გადასცდა. ეპიდემიოლოგები საგანგაშო სტატისტიკას ტესტირების რაოდენობის მკვეთრ ზრდას უკავშირებენ. 5 068 დადებითი პასუხი, 17 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტის ჩატარების შედეგად მიიღეს. ორთვიანი მკაცრი შეზღუდვების პარალელურად ახლა დაავადების სწრაფი გავრცელების შეკავებას სწორედ ტესტირების პროტოკოლის შეცვლითა და მისი გაფართოებით ცდილობენ. მაშინ, როცა ქვეყანა დაავადების გავრცელების პიკშია, ერთ-ერთი გამოწვევაა არა მხოლოდ ინფიცირებულთა კონტაქტების, არამედ დაავადებულთა იზოლირების საკითხი. დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდდადასტურებულ ტაქსის მძღოლს მგზავრები გადაჰყავდა.