ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

ინდური შტამის სწრაფი გავრცელების გამო მძიმე ვითარებაა მთელ მსოფლიოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს გაუნაწილონ. ე.წ. ინდური შტამი, იგივე „დელტა“ ვარიანტი დომინანტური ხდება, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს განსაკუთრებით ახალგაზრდებში ზრდის. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები, „ჯონსონი ენდ ჯონსონი“ და „ასტრაზენეკა“ თრომბების იშვიათი შემთხვევების საპასუხოდ ვაქცინების მოდიფიკაციაზე მუშაობენ.

ჯანმო სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდ-ვაქცინების შერევას საშიშ ტენდენციად მიიჩნევს. არგუმენტად ვაქცინების შერევისას ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენის შესახებ მცირე მონაცემები სახელდება.