გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანში ვირუსს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა, რაც 10 ათასამდე ტესტის შედეგია. დადასტურებული ფაქტების უმრავლესობა ისევ თბილისშია, შემდეგია – იმერეთი, სამგერელო-ზემო სვანეთი და შიდა ქართლი. 58 ახალი ფაქტი აღრიცხეს კახეთში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ- 19-ის დიანოზით 12 ათასამდე მოქალაქე მკურნალობს, მათგან 789 პირი მძიმე მდგომარეობაშია. 231 პაციენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. დღეს გამოვლენილ, ინფიცირების შედარებით დაბალ მაჩვენებელს, სპეციალისტები ჩატარებული ტესტების ნაკლებ რაოდენობას უკავშირებენ. მათივე განმარტებით, ამ მონაცემებზეა დამოკიდებული როდიდან შემსუბუქდება ქვეყანაში შეზღუდვები.