ენგურის ხიდზე მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლების აქციას დაპირისპირება მოჰყვა
ხმაური იყო დღეს ენგურის ხიდზე, სადაც ოთხთვალების მეპატრონეებმა, აგრეთვე მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს. ისინი ხიდის მეორე მხარემდე ახალი მიკროავტობუსების დანიშვნას აპროტესტებენ, რომლებიც, მათი თქმით, “ტყის ძმების” ყოფილი მეთაურის, დათო შენგელიას საკუთრებაა.
აქციაზე შეკრებილების თქმით, ახალი მიკროავტობუსების გამოჩენის შემდეგ, ისინი ფინანსური შემოსავლის გარეშე დარჩნენ, სწორედ ამიტომ თანაბარ პირობებს მოითხოვენ. თავის მხრივ, ენგურის ხიდზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ ყველაფერი კანონიერად ხდება.
აქციის მონაწილეებმა დღეს მიკროავტობუსების გადაადგილებაში ხელის შეშლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს და 100 ლარით დააჯარიმეს.