სანტა კლაუსი ენგურის ხიდზე

ლაპლანდიელი სანტა კლაუსი, რომელიც „მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია“, დღეს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპაცია დაგმო. მან საქართველოს ერთიანობასა და მშვიდობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ე. წ. საზღვარი მალე აღარ იარსებებს.

ლაპლანდიელმა სტუმარმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა, მოგვიანებით კი საჩუქრები ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილ ბავშვებს დაურიგა.

დატოვე კომენტარი