ენგურის ხიდი გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიების პირებს შეეხებათ. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანები ამბობენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მათ არანაირ დახმარებას არ უწევს და მათი ერთადერთი საარსებო წყარო პენსიაა, რომლის აღებაც პრობლემურია. ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებამ ენგურის ხიდი გასული წლის მარტში ჩაკეტა კოვიდ-19-ის პანდემიის მიზეზით.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი